1 ცალი სენდვიჩი: პურით, ლორითა და ყველით, 1 ცალი შოკოლადი – და ნახევარლიტრიანი 1 ბოთლი გაზიანი სასმელი – ოცნებამ ბიუჯეტიდან აქციებზე 1 პოლიციელის გამოკვებისთვის ე.წ. “ლანჩის ნაკრებში” 9 ლარამდე გადაიხადა. მთლიანობაში ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა, შავფორმიანების გამოსაკვებად, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობენ და არბევენ – 700 ათას ლარზე მეტი გადავიხადეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს ლანჩის ტენდერის შესახებ ინფორმაცია დამალოს, მაგრამ ცნობილი ხდება რომ აქციებისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ტენდერი რუსული კანონის ხელახლა ინიცირებამდე ათი დღით ადრე გამოაცხადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ტენდერით შეძენილი საკვები საკმარისი არ აღმოჩნდა და ბიუჯეტიდან დამატებით ლანჩის მენიუსთვის კიდევ 550 ათასი ლარი გადაიხადეს.