ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ამ წუთებში დამოუკიდებლობის მარშს მიჰყვება, ამბობს, რომ ქუჩაში დგომა ახლა ყველა მოქალაქის ვალია. მისი თქმით, ხალხმა უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ გამჭვირვალობის კანონის კატეგორიული წინააღმეგია. ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო რუსული ყაიდის სახელმწიფო არასდროს გახდება.
”დღეს ეს არის ჩვენი ვალი. ასე ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთმანეთს, ხელისუფლებას და მსოფლიოს, რომ კატეგორიულად არ მივიღებთ ამ კანონს. ჩვენ აღარ გავხდებით რუსული ყაიდის სახელმწიფო და ჩვენი კურსი არის მხოლოდ ევროპაში” – ამბობს ნინო ლომჯარია.