“თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება… ერთად ვდგავართ კრემლის ბნელ ხანაში საქართველოს დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ”, – MEGOBARI Act-ის ავტორი, კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მის მიმართვაშია საუბარი.
”მივესალმები საქართველოს არაჩვეულებრივ ხალხს. ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ კონგრესმენი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინიდან და ძალიან მადლობელი ვარ, ვიყო ევროპაში უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იუბილესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს სულისკვეთება.
თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება, რადგან იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს.
ჩვენ ერთად ვდგავართ კრემლის ბნელ ხანაში საქართველოს დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ ვინც თავს ესხმის ქართველი ხალხის ნებას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს კავშირს. ჩვენ გვაერთიანებს ცოდნა, რომ მტრები დამარცხდებიან და საქართველოს ხალხი გაიმარჯვებს.
როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე ჩემს კოლეგა კომისრებთან ერთად წარმოვადგინე MEGOBARI აქტი, რათა კონგრესის წინაშე პასუხისმგებლობა დავაკისრო მათ, ვინც თავს ესხმის დემოკრატიას. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე გულისხმობს პირობის დადებას, რომ ვიმუშაოთ ჩვენს საერთო მიზანზე – ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს შენარჩუნებისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით, როცა თქვენ დგახართ თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე, რაც მსოფლიოს სიმბოლოა” – განაცხადა უილსონმა.