”ამაყო, ძლიერო ქართველო ერო, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს.
ქვეყანას, რომელსაც თქვენნაირი შვილები ჰყავს, ვეეც თავისუფლებას, ვერც სწორ გზას, ვერც ღირსებას ვერ წაართმევს ვერავინ.ალბათ ჩვენი წინაპრები, მათ შორის, ბევრი იყო გურული, პირველი ქართული რესპუბლიკის დამაარსებლები, არც კი იფიქრებდნენ იმას, რომ 1918 წელს, როცა 26 მაისს დებდნენ ფიცს, ვერც იფიქრებდნენ , რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ ისევ გვექნებოდა თავისუფლება დასაცავი. ძალიან რთულ და მძიმე ეტაპს გავდივართ. სანამ პროტესტია, ვერ დაგვიმორჩილებენ, ჩვენი ერთობის ეშინიათ ხალხო. ამ ერთობის ეშინიათ, ამ ძალის, ამ მუხტისეშინიათ. ვიყოთ ერთად და გადავრჩებით. ის რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ოფლით მოიპოვა ერთ მუჭა ხროვას როგორ უნდა დავუთმოთ. დავამტკიცოთ, ვისია ეს საქართველო, დავამკიცოთ, რომ საქართველოს დაჩოქება არავის არ შეუძლია. ვიყოთ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა ირმა გორდელაძემ დამოუკიდებლობის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.