მთავარი არხის რეგიონული კორესპონდენტი და ადგილობრივი გაზეთის ”გურიის მოამბის” რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
საუბარია ფოტოზე, რომელზეც მენაბდე კონტრ-სნაიპერული შაშხანით არის გადაღებული და სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნდა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ირმა გორდელაძე და წერს:
”ლადოო! ენაზე დამაბით ცხენიო, შენზეა ნათქვამი.
სასაცილო ამბავია სატირელი რომ არ იყოს.
ლადოს იუმორი ყველას მოეხსენება.
26 მაისს ოზურგეთში გამოფინეს იარაღები და აი ამერიკული მეეწონა მანდამაინც, ტექსტიც ჩაახუჭუჭა, ჰოდა სისხლის სამართლის მუხლით დაიბარეს დაკითხვაზე.
რაის სროლა შეუძლია თქვე საცოდავებო, ორი სათვალე სჭირდება ვინმე რომ იცნოს.
გითხარით რა, საკუთარი ლანდის ეშინიათ ამათ უკვე.
“მთავარი” არხის ჟურნალისტია და იმიტომ.” – წერს გორდელაძე.