“ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა” – ამ განცხადებით მიმართა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს.
სალომე ზურაბიშვილი კანონის მხარდამჭერებს ორჯონიკიძეებად მოიხსენიებს.
”84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია და მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამამა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
გაბრაზდით ხომ? მაგრამ დავიწყოთ საქმე. დავიწყოთ საქმე – საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი – ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია უნდა იმაზე მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიუტანოთ ჩემთან და მოვაწერს ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა,“ – ამბობს პრეზიდენტი.