ერთი ადამიანი დაშავდა დღეს ქალაქ ოზურგეთის იპოდრომთან მომხდარი თავდასხმის შედეგად.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, მოქალაქეს თავს გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით უცნობი პირი დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წყაროს ცნობით, მოტივი, თუ რის გამო მოხდა კონკრეტულ პირზე თავდასხმა ჯერ უცნობია.
ფოტოდან კი, რომელიც მომხდარის ადგილიდან მოგვაწოდეს, ირკვევა, რომ თავდასხმის გამო, იქ პოლიცია და სასწრაფო იყო გამოძახებული.

მსგავსი სტატიები
- 92
- 91
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ცოლის ძმამ სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
- 90
ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ…