საბჭოთა სტილში დაწყებულმა რეპრესიებმა მსახიობებამდე მიაღწია – ხელოვანები ბრძოლას აანონსებენ

თბილისის საქალაქო  სასამართლო დღეს ცნობილი ხელოვანებით იყო სავსე.  საბჭოთა  სტილში დაწყებულმა  რეპრესიებმა ქართველი მსახიობების მოთმინების ფიალაც აავსო.  ნატა მურვანიძე, ეკა ნიჟარაძე, ბაია დვალიშვილი  დღეს სასამართლო დარბაზის ფანჯრიდან უყურებდნენ აბსურდულ პროცესს, რომელიც მათი ახალგაზრდა კოლეგის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.  ბრძოლა არ სრულდება, არ დავნებდებით- ეს იყო მსახიობების მთავარი სათქმელი

მშვიდობიანი პროტესტი დასჯადია.  ოლიგარქის  რეპრესიებმა ყველასთან მიაღწია.  ადმინისტრაციულ საქმეებზე  იბარებენ ახალგაზრდებს და  გზის გადაკეტვისთვის ასამართლებენ, ოღონდ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. კადრებში  რომელიც შს სამინისტროს  სასამართლოში მიაქვს, შეუძლებელია კონკრეტული ბრალდებულების იდენტიფიცირება.  ამის მიუხედავად   კანონის ათობით მოწინააღმდეგის მიმართ   მაინც გამამტყუნებელი  ვერდიქტი გამოცხადდა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share