„ეს ორი ოროსანი, დაჩი ბერაია და მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტში მერვე წელია რომ აგდიან”

რომან გოცირიძე სოცქსელში წერს:

”ეს ორი ოროსანი, დაჩი ბერაია და მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტში მერვე წელია რომ აგდიან, პერსონალური ავტომობილები რომ ემსახურებათ და ბიუჯეტიდან ფულსაც უსაქმურობაში რომ იღებენ, ერთადერთ ფუნქციას ასრულობენ-იყაყანონ, აგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამით სიამოვნება მოჰგვარონ მათ პათოლოგიურ უფროსობას.გუშინ საჭიროდ ჩავთვალე, რომ დავსწრებოდი “ოფშორების შესახებ” ბიძინა ივანიშვილის შავი ფულის გარეცხვის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას. სხდომის განახლების წინ თეონა აქუბარდია მაჩვენებდა უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებულ ახალ მასალებს პანამაში მიმდინარე სასამართლოს შესახებ, სადაც ფულის გათეთრებაში ამათი მარჩენალიც იყო მხილებული. რაღაც ყაყანი ისმოდა უკანა რიგიდან, სადაც რუსული ფრაქცია, ე. წ. ხალხის ძალა ზის და ეს არც ჩავთვალე გასაკვირად. თეონამ მითხრა, ნუ მიაქცევ ყურადღებას, თქვენს სახელს ახსენებენო. ასეც მოვიქეცი. შემდეგ, ტელესიუჟეტებში ვნახე, რომ ეს ორი არარაობა უკანასკნელი სიტყვებით მაგინებდა.მიზეზი ჩემი პოსტი ყოფილა, რომელიც აგენტების კანონის მიმღებთა მისამართით იყო დაწერილი( სხვათა შორის, ზოგიერთს ეხებოდა და ამათ სწორად მიიღეს საკუთარ თავზე). მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტში არ იყო სასიამოვნო ეპითეთები ჩემს მიერ გამოყენებული, იქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ არანორმატიულ სიტყვას, ისეთს, რომელსაც გაზეთში თუ ლექსიკონში ვერ ამოიკითხავთ. ამათ, “ტრადიციულ ღირებულებათა მცველებმა”, კი ასე მიპასუხეს.ჰო და რა მინდა ახლა ამ დეპუტატად წოდებულ არსებებს ვუთხრა: რამდენიც ჩემი მისამართით შეიგინეთ, ათმაგად უკან გიბრუნებთ და ზედ დესერტად გაყოლებთ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე (ქუთაისში) დეპუტატ კაკო ბობოხიძის საკულტო გამოსვლაში ნათქვამ სიტყვებს. გუგლში ან იუთუბში მოძებნეთო რომ ვუთხრა, ვეჭვობ, რომ ეს შეძლონ, მათი IQ-ს დონიდან გამომდინარე, ამიტომ ვურჩევ მათივე კოლეგას, მოჭიდავე რომაა, ყოფილი ჩემპიონი თუ ვიცე-ჩემპიონი, ხაბარელი, იმას ჰკითხონ. არც ის უქნია ღმერთს საკანონმდებლო საქმიანობაში, მაგრამ კაკო ბობოხიძის სიტყვებს თავისი ორივე ყურით ისმენდა მაშინ და მისი შინაარსის გამოტანა არ გაუჭირდებოდა.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share