ალთაის რესპუბლიკაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არაოფიციალური რეზიდენცია იწვის. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram არხ, Сирена-ზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით,
ხანძრის შედეგად ერთ-ერთი შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა.
მედიის ინფორმაციით, რეზიდენცია Altai Yard-ის სანატორიუმისთვის იყო გადაცემული, რომელიც “გაზპრომს” ეკუთვნის. “გაზპრომის” თმით, სანატორიუმი ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრების, კორპორატიული ღონისძიებებისა და უცხოელი სტუმრების მასპინძლობისთვის იყო აუცილებელი. მათივე თქმით, ადგილობრივმა რუსმა ოპოზიციონერებმა არაერთხელ აღნიშნეს ამ კომპლექსსა და კრემლის ხელმძღვანელს შორის კავშირი.