თმის ერთი ღერიც ვერ ჩამომივარდება- ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდება თავიდან — არც პირდაპირი დ არც გადატანითი მნიშვნელობით. ასე შეაფასა მან მთავარი არხის ეთერში მისი შესაძლო დაპატიმრება.

“ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, ერთი თმის ღერიც. აი, ზუსტად ვიცი. ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ მართალ ადამიანს და მართალ პოზიციაზე მყოფ ხალხს ვერასოდეს, ვერც ერთი ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, ვერ დაამარცხებს. არ ვართ ჩვენ განწირული მარცხისთვის”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

გუშინ, 5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისიძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს.

უწყების ცნობით, “მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისია, აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა”.

მელია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ გადაიხდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share