მაუგლის ტრაგიკული ისტორია- ნამდვილი ამბავი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სმენია ლეგენდარული მაუგლის შესახებ რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოებიდან “ჯუნგლების წიგნი”. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რომ ეს წიგნი შთაგონებულია რეალური ისტორიით.

დინა სანიჩარი, ან “ინდოელი მგელი-ბიჭი” იყო ბიჭი, რომელიც მე -19 საუკუნეში ცხოვრობდა და მგლებმა აღზარდეს. ბევრი თვლის, რომ დინა “ჯუნგლების წიგნის” ავტორისათვის ინსოირაციის წყარო გახდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალური ამბავი არც ისე სახალისო იყო და სინამდვილეში, ის ბევრად უფრო ტრაგიკულია, ვიდრე წიგნში.

სინამდვილეში, დინა იყო ერთ–ერთი იმ მრავალი ველური ბავშვთაგანი, რომელიც წლების განმავლობაში ინდოეთში

-0:06

იპოვნეს. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ვეფხვებმა, ძაღლებმა და ქათმისაც კი გაზარდეს.

1872 წელს დინა სანიჩარი იპოვა მონადირეების ჯგუფმა უტარ-პრადეშში. ბიჭი ოთხით დადიოდა და მგლების ხროვას მისდევდა. ამის შემდეგ, ბიჭი, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ღრმულში დაიმალა. მას შემდეგ, რაც იდუმალმა ბიჭმა მათი ინტერესი გამოიწვია, ეკიპაჟმა მტკიცედ გადაწყვიტა მისი დაჭერა. უპირველეს ყოვლისა, მონადირეებმა ცეცხლის წაკიდებით გამოქვაბულიდან მისი გამოყვანა სცადეს. როდესაც ბოლოს მგლები და ბიჭი გამოვიდნენ, მონადირეებმა მოკლეს მგლები და ბიჭი თან წაიყვანეს.

ბიჭი სავარავუდოდ ექვსი წლის იყო. მონადირეებმა ბიჭი მიიყვანეს ბავშვთა სახლში, სადაც სანიჩარი დაარქვეს. ითვლებოდა, რომ სანიჩარს ძალიან დაბალი ინტელექტი ჰქონდა და მიუხედავად ბავშვთა სახლში ბევრი ადამიანის მცდელობისა, მან ვერასოდეს შეძლო ესწავლა ლაპარაკი, წერა ან კითხვა. თუმცა თავშესაფრის თანამშრომლების თქმით ის ხანდახან ჭკვიანურადაც იქცეოდა.

ბიჭი კომუნიკაციისთვის იყენებდა ცხოველურ ხმებს და განაგრძობდა ოთხზე მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს სანიჩარმა ორ ფეხზე სიარული ისწავლა, ის მაინც ებრძოდა ტანსაცმლის ტარებას და შიშვლად ყოფნას ამჯობინებდა. გარდა ამისა, ბავშვთა სახლში პირველად მისვლისთანავე მან უარი თქვა მოხარშული კერძების ჭამაზე და ძვლების ღრღნას ამჯობინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ გამოირჩეოდა არცერთი ადამიანური თვისებით, მან მოახერხა ადამიანებთან მეგობრობა. როგორც ჩანს, ბავშვთა სახლში კიდევ ერთი ველური ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ცხოველებთან ერთად გაიზარდა. ველურ ბუნებაში გაზრდის შემდეგ, ორივე მათგანს ადამიანებთან ურთიერთობა გაუჭირდა და ალბათ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ერთმანეთთან მკაფიო კავშირის დამყარება მოახერხეს. მამა ერჰარდტმა აღნიშნა, რომ ”უცნაურმა თანაგრძნობა დააკავშირა ეს ორი ბიჭი და უფროსმა, პირველმა მოყვანილმა ასწავლა უმცროსს ჭიქის გამოყენება და იქიდან დალევა”.

ერთ-ერთი ადამიანური თვისება სანიჩარისა – იყო მოწევა. ვარაუდობენ, რომ მისი ტუბერკულიოზის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მოწევა იყო. მიუხედავად იმისა რომ ადამიანებთან ათი წელი გაატარა, ის თავს მაინც დაბნეულად გრძნობდა, უცხოპლანეტელად რომელიც ძალით მოსწყვიტეს მშობლიურ სახლს. დინა გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1895 წელს. ის მხოლოდ 29 წლის იყო.

ამ ისტორიით შთაგონებულმა ინგლისმა მწერალმა რადიარდ კიპლინგმა ჯუნგლების წიგნი (The Jungle Book) 1894 წელს გამოსცა, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

1967 წელს კი Disney-მ ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმი გამოუშვა.



წყარო: intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: