”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერზე, დავით მჟავანაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხივე პირს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, პირობითი სასჯელი შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთით შეიცვალოს.
ცნობისათვის: ინცინდენტი, რომლის დროსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვა, თავს დაესხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებს, გასული წლის 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, დღისით მოხდა.
თავდამსხმლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერს, დავით მჟავანაძეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, ჩოხატაურში მდებარე “ჯანმრთელობის სახლ გურიას” კლინიკაში გადაიყვანა.
აღნიშნული სასამართლო პროცესი რამდენჯერმე, სხვადასხვა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.