ერთი, სპეცრაზმი გვყავს, რომელიც არავისთან პასუხისგებაში არ არის და მეორე, ინსტიტუტები არის დამპალი – ადამია

“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ სპეცრაზმი გვყავს, რომელიც არავისთან პასუხისგებაში არ არის და რასაც უნდა იმას შვრება და მეორე, დალპა, ინსტიტუტები არის დამპალი, არავის თავის საქმე არ აინტერესებს,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” გურამ ადამია აკეთებს.

ადამია, რომელსაც სპეცრაზმი პარლამენტთან სასტიკად გაუსწორდა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

ადამია საქმის აბსურდულობაზე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე საუბრობს:

”დამადანაშაულეს, დამნაშავე ვარ, მაგრამ მომისაჯეს, „ატუტუო“ – სიტყვით შემოიფარგლნენ. სანამ სასამართლო იყო, ძალიან ვნერვიულობ, 40 წლის ადამიანი ვარ, ცხოვრებაში არც ჯარიმა მქონია, არაფერი საერთოდ, რომ ამობეჭდეს ჩემი საქმე, მხოლოდ ჩემი სურათებია, ჯარიმები არ აქვთ. ცოტა ვნერვიულობდი და რომ ვნახე სასამართლო, ისტერიულად სიცილით გამოვედი – მართლა კომიკური იყო, წარმოუდგენელი იყო. ორი მომენტია -ერთი სატირალი იყო, რომ ის ხალხი არ იყო წარმოდგენილი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა სპეცრაზმმა, მე რა შუაში ვიყავი იქ და პოლიციელები რა შუაში იყვნენ, ვერ მივხვდი,. ის მხარე, ვინც დანაშაული ჩაიდინა, გამისწორდა, გამლახა, ის არ იყო, ალბათ, ის სახლშია, ცოლს სცემს ან რაღაც უბედურებას აკეთებს.
მეორე იყო, რომ შსს-ს თანამშრომელი, რომელიც წარმოადგენდა მათ პოზიციას, ძალიან მოუმზადებელი იყო, ეს კადრები, მას ნანახი, ალბათ, არ ჰქონდა…
ბოლოს რომ აყალბებ, ხომ შეგიძლია კარგად დაბეჭდო, არა, ფანქრით მიაჯღაბნო. არ ვიცი, ის პოლიციელები, ვინც არიან, ისინი როგორ გრძნობენ თავს – ალბათ, ისინიც თავს დაუცველად გრძნობენ, მე რომ მართლა რეციდივისტი ვყოფილიყავი, რომელიც მართლა იმას შვრებოდა, რასაც მარბრალდებდნენ, გამოდის, რომ ვერ დაიცვეს მაინც ინტერესი შსს-მ. ვერ წარადგინა მათი ქეისი და ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ სპეცრაზმი გვყავს, რომელიც არავისთან პასუხისგებაში არ არის და რასაც უნდა იმას შვრება და მეორე, დალპა, ინსტიტუტები არის დამპალი, არავის თავის საქმე არ აინტერესებს,” – ამბობს ადამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share