საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაშავერას ხეობაში მიწები, ნახევარი საუკუნით ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმის კომპანიას გადასცა. დოკუმენტი 23 აპრილით თარიღდება, ირკვევა, რომ 11 ჰექტარზე მეტ ფართობზე, ლექსო თამაზაშვილმა და მისმა პარტნიორებმა ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენონ.
როგორც “შაბათის ეთერმა” გაარკვია, კობახიძემ, ღარიბაშვილის ცოლის ძმას, ჰესისთვის მიწები, რაიონის 5 სოფელში 49 წლით ისე გადასცა, რომ დმანისელების აზრი არ უკითხავს.
ირკვევა ისიც, რომ ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰესების მშენებელ კომპანიას დმანისის 5 სოფელში ტერიტორიები მისცა, მეორე დღეს კი ამ ტერიტორიის მეწილე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა გახდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 23 აპრილს ირაკლი კობახიძე ერთმანეთის მიყოლებით გამოსცემს 3 განკარგულებას და მაშვერას ხეობაში 112 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას, ნახევარი საუკუნით კომპანია ,,მომავლის ენერგიებს აძლევს. კობახიძის ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, მეორე დღეს, კომპანია მომავლის ენერგიებში ლექსო თამაზაშვილი წილის მფლობელი ხდება.
ჩნდება ლოგიკური კითხვა – ეს ბიზნესგარიგება ხომ არ იყო, მიწების მიზერულ ფასად გადაცემის სანაცვლოდ მიღებული ჯილდო?! თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ საქმე უბრალო დამთხვევასთან გვაქვს და ამ ნაწილში მას სიტყვაზე უნდა ვენდოთ, თუმცა ფაქტია, რომ ექსპრემიერის ცოლისძმა აქამდე ჰესების ბიზნესით დაინტერესებული არ ყოფილა და არც ,,მომავლის ენერგიებთან’’ ჰქონია კავშირი.
მოქმედი პრემიერის მიერ, მისი წინამორბედის ცოლისძმის სასარგებლოდ ხელმოწერილ განკარგულებებში ხაზგასმით წერია, რომ მაშავერას ხეობაში 3 ჰესის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი, 2022 წლის 9 მარტს მოეწერა. ხელმომწერი მხარეები – შპს ,,მომავლის ენერგიები’’და საქართველოს მთავრობა არიან. მთავრობის მეთაური ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
ტვ პირველი