თამაზ ლომჯარია ოზურგეთის მერიას ტოვებს

ოზურგეთის მერიის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, თამაზ ლომჯარია, თანამდებობას ტოვებს, მან განცხადებით, მერს უკვე მიმართა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მმერიიდან აცნობეს.

თუ რა გახდა ლომჯარიას მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზი უცნობია, თავად ის, ჟურნალისტებთან მიზეზებზე არ საუბრობს.

ლომჯარია ოზურგეთში, სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მან საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვება პირველად სცადა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის, ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სახალხო დამცველის, და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ყველაზე აქტიური დამცველის, ნინო ლომჯარიას მამაა, რომელიც ხშირად, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ხდება რუსული პროპაგანდის სამიზნე, რომლის უკანაც ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, შეიძლება დავასკვნათ, რომ განცხადების დაწერის მიზეზი, ბოლო დროს ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილება და დასავლეთთან დაპირისპირება გახდა.

ახლა ჯერი ოზურგეთის მერზე, ავთანდილ თალაკვაძეზეა, მოაწერს თუ არა ის ხელს განცხადებას და დააკმაყოფილებს თუ არა  მისი უწყების სამსახურის უფროსის სურვილს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share