”ძალიან ბევრმა ფული დაზოგა – და თავისი ხელფასი და შემოსავალი, რაც ჰქონდათ, მთლიანად ფრენის ბილეთებში დახარჯეს და თამაშს რომ დასწრებოდნენ. ჩვენს ქვეყანაში ასეთი გარემოა, ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს. 30 წელი ველოდებოდით, რომ დიდ ტურნირზე გვეთამაშა და ეს ოცნება ჩვენ, ყველას აგვიხდა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ, როგორ წარვადგენთ საკუთარ თავსა და საქართველოს. ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვეცდებით, რომ აქ ჩვენი თავი რაც შეიძლება სათანადოდ წარმოვაჩინოთ და ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელოთ. ”