პუტინის ჩრდ. კორეაში ვიზიტი აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს.
“ეს აჩვენებს, რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აქვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.
შეგახსენებთ, რომ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 18-19 ივნისს ჩავა.