საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ( სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:”როგორც ღირსება, ასევე – ქართველობა – არ არის ბიოლოგიური კომპონენტი.
ეს არის ცნობიერება და რაღა თქმა უნდა ნება, რომელსაც იღებ, ან არ იღებ.რამდენიც არ უნდა ვუყიჟინო ჩემს შვილს, რომ ის არის ქართველი, თუ მისი ცნობიერება ვერ აღმოაჩენს იმ ღირებულებებს, რომელიც გაუჩენს ნებას ქართველად ყოფნის, ის, გვარის და წარმოშობის მიუხედავად ვერასოდეს გახდება ქართველი.
ნება, იყო ქართველი და ისიც ღირსეული, ერთის მხრივ რაინდული და მეორეს მხრივ რომანტიული ფენომენია.
იძულებით მას ვერ მიიღებ, ვერც ხვეწნა-მუდარით და თუ გაქვს, ვერავინ წაგართმევს”. –წერს სულაშვილი.