“სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე,” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი საუბრობს.
როგორც ქოჩორაშვილი ამბობს, ჩეხეთთან ნაკრებისთვის ისინი უკეთ მოემზადებიან.
”შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, იმიტომ, რომ იყო პირველი 20 წუთი რომელიც შეგვეძლო რომ უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშს ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ…
ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს,“ – ამბობს ქოჩორაშვილი.
ქოჩორაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:
”სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, დაგვაფასა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვიგულშემატკივრა,“ – ამბობს ქოჩორაშვილი.