უცხოური მედიის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თურქეთის ნაკრების ტრაბზონელი მცველი სამეთ აკაიდინია, რომელმაც 8.1 შეფასება მიიღო. პასუხი მარტივია – სწორედ მისმა თავურმა გადაარჩინა მე-6 დამატებულ წუთზე თურქეთის ნაკრები მეორე გოლს. ერთხელ კი მან ხვიჩაზე ბოლო იმედის ვარდნა შეასრულა და დასარტყამად გამზადებულ კვარაცხელიას ამის საშუალება არ მისცა.
1. გიორგი ქოჩორაშვილი – 7.68
2. გიორგი მიქაუტაძე – 7.56
3. ოთარ კაკაბაძე – 6.97
პირველი სამეული თურქულია. აკაიდინის მერე მოდის არდა გიულერი 8.0, მერე მერტ მიულდიური – 7.8. საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი კი გიორგი ქოჩორაშვილი იყო – 7.68.
გიორგის ანგარიშზე 1 საგოლე პასია, ერთხელ მან ბურთი ხარიხას გაარტყა. ლევანტეს ნახევარმცველმა თურქეთის ნაკრების კარისკენ სულ 3-ჯერ დაარტყა. ის 91-ჯერ შეეხო ბურთს.
მეორე ადგილზე ისტორიული გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა – 7.56. მეცის ფორვარდმა 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, ერთხელ ზუსტად. მას 1 მნიშვნელოვანი პასი ჰქონდა.
მესამე ადგილზე ოთარ კაკაბაძეა – 6.97. კაკაბაძემ ორი საჰაერო დუელი მოიგო, მის ანგარიშზე 1 მნიშვნელოვანი პასია.