“ივანიშვილის პარტია არ დათმობს ძალაუფლებას არჩევენბის გზით, მაგრამ მათ არავინ ეკითხება”- ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით რუსულ კანონთან მიმართებით გამოჩნდა რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი.
დეპუტატის თქმითვე, ის გაბრაზება და ორგანიზებულობა, რაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აპრილისა და მაისის თვეებში აჩვენა, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.
”გადაწყვეტილება, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა დატოვოს ხელისუფლება, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა მიღებულია, ახლა საზოგადოების, პოლიტიკოსების არასამთავრობო ორგანიზაციების ვალდებულებაა, ვნახოთ ყველა გზა, ყველა საშუალება, რომ რომ ეს ქვეყანა არჩევნების გზით, არჩევნებით გავიყვანოთ შეუქცევად ევროპულ გზაზე… ბრძოლა იქნება საჭირო”- თქვა მან