“ოცნებამ” მხარდამჭერების ძალიან დიდი რაოდენობა დაკარგა და ეს მათივე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა – ამის შესახებ ექსპრემიერის გუნდის წევრი მიხეილ დაუშვილი “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, შიდა მოხმარების კვლევებს, სადაც საზოგადოების განწყობაა ასახული ივანიშვილის გუნდი თვეში ერთხელ, ან უფრო ხშირადაც ატარებს. ბოლო კვლევები კი მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის საგანგაშოა.
“საუბარია ათობით ათას ადამიანზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა. “ოცნებას” არც დრო აქვს და არც არავის სჯერა მათი. ერთადერთი რაც დარჩათ არის ის რომ კიდევ ერთხელ სცადონ მოქალაქეების მოტყუება.
“ოცნება” ახლა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. 1 – მოგატყუონ, 2 – ომით შეგაშინონ, და მესამე მიმართულება “ნაცმოძრაობით შეშინებაა”, მეოთხე მიმართულებაა იმის მტკიცებაა, რომ “მე პროევროპული ვარ, სუვეენიტეტს ვაძლიერებ” – თქვა მან.