ექსპერტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ” ირაკლი კობახიძემ თავისი ინტერვიუში უმთავრესი მესიჯი შემდეგი შინაარსით გააჟღერა: ფეხებზე გვკიდია საბოტაჟის (ბოიკოტი არ უთქვამს) რეჟიმში მყოფი ოპოზიციაო. ვართ სამი პარტია და საკმარისია – ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვსო. საკონსტიტუციო ცვლილებებიც ახსენა, გირჩისა და მოქალაქეებისთვის სანუკვარი საარჩევნო ბუნებრივი ბარიერისთვის, მაგრამ “ჯერ” ამის ქვორუმი რომ არ აქვს, ეგ არ დაუკონკრეტებია, რეალურად არც სურს და კობახიძის მესმის. ეტყობა ეს ამბავი არც გირჩმა იცის და მით უფრო არც ალეკო მაკედონელმა, რომლებიც დაჟინებით საუბრობენ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ისე, ნებისმიერი სისტემა პოლიტიკური ნების გარეშე ბლეფია – ესეც არ იციან ამათ. კობახიძემ იცის.
ნუ, 52% ამომრჩეველზე არაფერი უთქვამს ხაზგასმით, მაგრამ ის თქვა, ამ ძალას არც რევოლუციის მოწყობის და არც არჩევნებში გამარჯვების ერთი ადგილი არ აქვს, რადგან ხალხი – ამომრჩეველი არ უჭერთ მხარსო…
სხვა ბევრი რამეც იყო მნიშვნელოვანი, მანიპულაციის კონტექსტში”…-წერს მირცხულავა.