ანა ზოიძე 9 წლისაა. მისი საყვარელი საქმე ხატვა და სიმღერაა.
“ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. ხატვა ჩემი გაცოცხლებული სიზმრები, ოცნებები, ფიქრები და სურვილებია. ხატვა ჩემი ძალაა, როდესაც ვხატავ, ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა,” – ამბობს პატარა ხელოვანი.
ანა სხვადასხვა თემატიკაზე ერთნაირი გატაცებით და სიყვარულით ხატავს, თუმცა “არტ ინფო” პატარა მხატვრის მიერ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” პოემის მიხედვით შექმნილ ილუსტრაციებს წარმოგიდგენთ.
თინათინი და ავთანდილი
ნესტანის წერილი
თათბირი
ქორწილი