სლოვენიის პრეზიდენტი ნატაშა პირს მუსარი ხუთშაბათს კიევში ჩავა და უკრაინა სლოვენიის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიზანიც უკრაინის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების განმტკიცება იქნება
პოლონეთის პრეზიდენტის დუდას ჩინეთში ვიზიტისას საუბრის ძირითადი თემა უკრაინაა
პუტინის ვიეტნამში ვიზიტის შემდეგ ჰანოიში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩავიდა და შეხვედრების შემდეგ ბრძანა, რომ: “ვიეტნამ ამერიკის ურთიერთობები ასეთი მყარი როგორიც დღესაა არასოდეს ყოფილა”
თავის მხრივ ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუი თხან შონმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა
რუმინული სოფელი მიხაილ კაგელნეჩანუ და მისივე სახელობის სამხედრო ბაზა ამავე სოფელში, ნატოს ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი ცენტრი ხდება – მოცულობით მან გერმანულ რამშტეინსაც გადაასწრო
აღსანიშნავია, რომ ეს სოფელი უკრაინული ოდესიდან მხოლოდ 300 კილომეტრითაა დაშორებული
უკრაინა აგრძელებს რუსული ლოჯისტიკის განადგურებას
შორსმსროლელი არტილერიის სამიზნე ამ დილით ყირიმში სოფელი ვიტინო გახდა-სადაც უკრაინელებმა რუსული კოსმოსური კავშირების ბაზა გაანადგურეს
ამასობაში კონგრესმენმა ტრამპისტმა, მარდჟორი ტაილორ გრინმა, დაგმო ამერიკული იარაღით უკრაინელთა შეტევა ყირიმზე და განსაკუთრებით ქალაქ სევასტოპოლზე და ბრძანა რომ ეს იგივეა რუსებმა ფლორიდის პლაჟები დაბომბონო “ამერიკული იარაღი მხოლოდ ამერიკას უნდა იცავდნენ” მიიჩნევს ტრამპისტი კონგრესმენი
ამერიკის თავდაცვის სამინისტროში კონგრესმენის ამ განცხადებაზე კომენტარიც კი არ გააკეთეს
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, ჯერჯერობით თქმა, უკრაინამ ინიციატივა წაართვა რუსებს ომში ნაადრევია, თუმცა ზურგში ლოჯისტიკის განადგურება და მოშლა, რასაც ბოლო ორი თვეა უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ, ფრონტის წინა ხაზზე აუცილებლად აისახება და დღეს მიმდინარე რუსთა შეტევები, რომლის სიმძლავრეებმაც აშკარად იკლო, მხოლოდ ინერციაა.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიულ დებატებამდე სამი დღე რჩება დაპირისპირებაც ორ ბანაკს შორის კულმინაციას აღწევს
ექსპერტების თქმით, ბაიდენს ტრამპის წინააღმდეგ სამი მნიშვნელოვანი რამ აქვს – კარგ ფორმაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა-აბორტი-გასამართლებული -დამნაშავედ ცნობილი ტრამპი
თავის მხრივ არც ტრამპისტები არიან გულხელდაკრეფილი
რესპუბლიკელმა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასიდან რონი ჯექსონმა, რომელიც ტრამპის ყოფილი მკურნალი ექიმია, ბრძანა რომ ის მოითხოვს დებატებამდე და დებატების შემდეგ გადამოწმდეს ჯო ბაიდენი სტიმულიატორის მიღების ტესტზე.
ტრამპის შვილმა დონ უმცროსი ტრამპმა თქვა, რომ “CNN” ჟურნალისტს, ჯეიკ ტაპერს, რომელიც წაიყვანს დებატებს, სძულს ტრამპი, ის ჰიტლერს შეადარა და დაასკვნა, რომ აქედან გამომდინარე ეს უკანასკნელი ბაიდენის მხარეზე იქნება.