“ღრმად შემაწუხებელი და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მთელი ქართული საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”- აღნიშნავს ის.
ბასის თქმით, “საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როდესაც მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მოჰყვება წევრობას, მათ შორისაა დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა”.
“ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის ნახვა ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლო თვეში”- აღნიშნავს ბასი.