“მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ“.-წერს წულუკიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share