“რომ შემძვრალხართ ამ პარლამენტში და მთავრობაში, გააკეთეთ გურიისთვის რაცხა”-ამ სიტყვებით მიმართავს მწერალი და რეჟისორი ირაკლი მახარაძე მდიდარ გურულებს და მათ იმ ადგილის მიხედვას ურჩევს, დღეს რომ ყველაზე მეტად უჭირს: “რამდენი მდიდარი გურულია ამ ქვეყანაში? საკმარისად ბევრი. მე არავის ჯიბეში არ ვძვრები, მარა მაინტერესებს, რას აკეთებენ იმისთვის რომ ეს ახლა გაჩანაგებული, ერთ დროს წალკოტი, ჭაობიდან ამოიყვანონ? როგორც ვხედავ აფერს! სუფრაზე და პირად საუბრებში, იცოცხლე! Shit mother fucker! მხოლოდ საკუთარი მუცლის, უკანალის და ჯიბის გასქელებაზე ჩალიჩობენ! რა, ასე არ არის? გურია ამ დღეში უნდა იყოს?! აეე, მიხედეთ თქვენს ფესვებს! ეხლა არ დამიწყოთ რა მთელ საქართვერლოს უჭირს და ამფერი… ბრმა არ ვარ და არც ყრუი… მე პირველ რიგში ჩემი მხარე, მამაჩემის მხარე მაინტერესებს! მიხედეთ თქვე გაუმაძღრებო. რომ შემძვრალხართ ამ პარლამენტში და მთავრობაში, გააკეთეთ გურიისთვის რაცხა! მარა ვის ვთხოვ”?!!!-წერს ირაკლი მახარაძე.