10 სკანდალურად ცნობილი ქალი, რომლებმაც ისტორიაში კვალი დატოვეს

არსებობენ ქალები, რომლებმაც სოციალურ ან მეცნიერულ სფეროებში დიდ წარმატებას მიაღწიეს და ამით ისტორიაშიც შევიდნენ. ასევე არსებობენ ქალებიც, რომლებმაც ასევე დატოვეს კვალი, მაგრამ ცოტა განსხვავებულად.image

ბეტი პეიჯი- 1950 –იან წლებში ამერიკელ მოდელს “პინ-აპის დედოფალს” ეძახდნენ, იყო Playboy-ს ერთ-ერთი პირველი მოდელი. ყველასთვის ცნობილი იყო ასევე მისი სიყვარული ე. წ. სადო-მაზოს მიმართ და პირველი მოდელიც გახდა, ვინც ამ სტილის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ითვლება, რომ სწორედ ბეტის მიუძღვის დიდი წვლილი 1960 იანი წლების სექსუალურ რევოლუციაში.image

ბონი პარკერი- დღეს ბონი და კლაიდის სასიყვარულო კრიმინალური ისტორია ყელამ იცის. ისინი დიდი დეპრესიის პერიოდში. მართალია ყაჩაღობის დროს ბონი ხალხს არ ესროდა იარაღით, მაგრამ ამ ფოტოსურათმა სადაც ქალი ეწევა და თან იარაღი უჭირავს საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, გარდა ამისა, ბონი და კლაიდი ფაქტობრივად ცოლ-ქმარი იყვნენ, თუმცა ოფიციალურად რა თქმა უნდა არა, რაც იმ დროისთვის საჭორაო თემა გახდა მთელს ამერიკაში.imageimage

სიდონი-გაბრიელ კოლეტი- კოლეტი ფრანგი მწერალი იყო XX საუკუნის დასაწყისში. ცნობილი კი იმი|თ გახდა, რომ ბევრი საყვარელი ჰყავდა, როგორც მამაკაცი, ისე ქალი. მათ შორის იყო მატილდა მორნი, რომელთან ერთადაც მულენ რუჟის შოუზე გამოდიოდა. მათი შოუ დახურეს, როდესაც სცენაზე ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს. შემდგომში მისი საყვარლების სიაში შევიდა აყვანილი შვილი ბრეტრანდ დე ჟუვენელი, რომელიც იმ დროისთვის 16 წლის იყო, კოლეტი კი უკვე 40 წელს გადაცილებული.image

კლეოპატრა- ეგვიპტის უკანასკნელი ლეგენდარული იმპერატორი. ცნობილი იყო თავისი სისასტიკით, მიმზიდველობით და მოხერხებულობით. იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ინტიმური ურთიერთობები თავის სასიკეთოდ. ცნობილია, რომ იულიუს ცეზარის გულის მოსაგებად ის სპარსულ ხალიჩაში გაეხვა და უბრძანა მოსამსახურეებს მის მოსასვენებელში მიებრძანებინათ ძვირადღირებული საჩუქრის ნიშნად. შემდგომში ის მარკუს ანტონიუსის საყვარელი გახდა, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა ეგვიპტის ჯარი ერჩინა. იმ დროისთვის, როდესაც ანტონიუსს ფული ელეოდა ხოლო ომები არ წყდებოდა, კლეოპატრა მთელი ძალებით ცდილობდა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენას. ეძებდა ყველაზე ძლიერ შხამს, რითაც მტერს გაანადგურებდა, ცდებს კი ტყვეებზე ატარებდა. როდესაც მისმა ერთ-ერთმა ჯარის მეთაურმა ციხე-სიმაგრე გასცა, კლეოპატრამ სასტიკად დაასჯევინა სიკვდილით მისი ცოლი და შვილები.image

უოლის სიმპსონი- ის ამერიკელი ქალი იყო, რომელიც უინძორის ჰერცოგის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი მეფის, ედუარდ VIII -ს ცოლი გახდა. მისთვის ეს მესამე ქორწინება იყო და ედუარდ VIII სთან ურთიერთობამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ტახტის მემკვიდრეს არ შეეფერებოდა სხვა ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინება, მით უმეტეს კი ორჯერ განათხოვართან. იმისათვის, რომ უოლისზე დაქორწინებულიყო, მომავალმა მეფებ გვირგვინზე უარი თქვა. შემდგომში ომი დაიწყო და უოლისიც და მისი ქმარიც ნაცისტების სიმპათიაში დაადანაშაულეს.image

ჯოანა ჰიფერნანი- ირლანდიელი ჯოან XIX საუკუნის მრავალი ხელოვანის მუზა იყო. იმ დროისთვის მისი არაოფიციალური ურთიერთობა ამერიკელ მხატვართან ჯეიმს უისტლერთან მრავალი ჭორის მიზეზი გახდა. საზოგადოების შოკი იმანაც გამოიწვია, როდესაც ჯეიმსის მეგობრის, მხატვრის გუსტავ კურბეს შიშველი მოდელი გახდა. ითვლება, რომ სწორედ ჯოანაა კურბეს ნახატის «L’Origine du monde» ის მუზა.image

ლუიზა კაზატი- ლუიზა იტალიელი ხელოვანების მუზა და მფარველი იყო, მან შთააგონა უამრავი მწერალი, მხატვარი, მოდელიერი და კინორეჟისორი. ქუჩასი დადიოდა შიშველ სხეულზე მოცმული უბრალო ქურქით, ხანდახან გველებიც ჰყავდა შემოხვეული კისერზე სამკაულად. აწყობდა გიჟურ წვეულებებს მთლიანად შიშველი ოფიციანტების ფონზე. ხშირად ამბობდა “მსურს, რომ ცოცხალი ხელოვნების ნიმუში გავხდე”, რაც ნამდვილად აუხდა.image

ლედი გოდივა- გოდივა გრაფინია იყო XI საუკუნეში. ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შიშველმა ცხენით მოარა მთელი ქალაქი. ლეგენდის თანახმად, ჰერცოგინია უთანაგრძნოდა ქალაქის მოსახლეებს, რომლებიც ჰერცოგის დაწესებული დიდი გადასახადებისგან იტანჯებოდნენ. ერთხელ წვეულებაზე მთვრალმა ჰერცოგმა თქვა, რომ გადასახადებს მოუკლებდა, როდესაც მისი ცოლი ქალაქს შიშველი მოივლიდა. მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ სინდისი და სირცხვილი ქალს ამას არ გააკეთებინებდა, მაგრამ შეცდა. ჰერცოგინიამ მთელი ქალაქი მოიარა შიშველმა, მხოლოდ გრძელი თმა უფარავდა სხეულს. ლეგენდის თანახმად, ქალაქის მცხოვრებლები იმდენად მადლიერები იყვნენ ქალის, რომ სახლებში ჩაიკეტნენ და ფანჯრებიდან არც კი იყურებოდნენ.image

ეველინ ნესბიტი- ეველინ ნესბიტი მსახიობი და მოდელი იყო მხატვრებისთვის და ფოტოგრაფებისთვის. იყო ძალიან მიმზიდველი, მაგრამ ხალხისთვის ის მკვლელის თანამზრახველად იქცა. 16 წლისამ რომანი გააბა 47 წლის სტენფორდ უაიტთან, ცოლად კი სხვას გაჰყვა, ნარკომანს და მოძალადეს გერი ტოუს. ერთხელ, ეჭვიანობის გამო გერიმ სტენფორდი მოკლა სამჯერ თავში ტყვიის სროლით. ეველინმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, საბოლოოდ კი გერი შეურაცხადად შერაცხეს და დაუსჯელი დარჩა.image

მარია I- ინგლისის და ირლანდიის დედოფალი, რომელიც 1552-1558 წლებში მართავდა. ის მორწმუნე კათოლიკე იყო და სასტიკად არ მოსწონდა პროტესტანტების დიდი რაოდენობა ქვეყანში. თავისი მმართველობის 5 წლის განმავლობაში მან 280 პროტესტანტი მოაკვლევინა საჯაროდ ლონდონის ცენტრში ცოცხლად დაწვით.image

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share