პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მასთან მიგაგზავნოთ” _ ასე უპასუხა “ნაციონალების” ერთ_ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი თუკი ბათუმში გამართული შეხვედრა ახალი ეპიდაფეთქების საფუძველი გახდება. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მოიქცა ისე, როგორც გახარია: _ ბატონ გახარიას შეხვედრას შევხედეთ და გადავწყვიტეთ, რომ თუკი მას შეუძლია, ჩვენც შეგვიძლია. აბსულუტურად ერთნაირი იყო. დიახ, არის საშიშროება, მაგრამ სამწუხაროდ ვარგ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. რეგულაციების დაცვა შეიძებოდა, მაგრამ რას იზამ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, _ აღნიშნა ვაშაძემ.