“11 თებერვალს რუსეთის ჩარევით, ილია მეორის გადაყენება იგეგმება” – რელიგიურ ექსპერტთა ასოციაცია

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომის ჩატარებისა და ილია მეორის გადაყენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში.

ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა.

გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მავანთა დანაშაულებრივი მიზნების გამო და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში გაბატონებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ ხელი აიღონ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის სისრულეში მოყვანისაგან და ნებისმიერი გადაწყვეტილების გზაზე მოქმედებისას დაეყრდნონ წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციასა და სჯულის კანონის ღვთივსულიერ პრინციპებს!

აგრეთვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მიტროპოლიტ შიოს – ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გახდება.
ვსასოებთ ყოვლადმოწყალე და მარადიულ მღვდელმთავარ იესო ქრისტეს, რომ ეკლესია, ერი და საზოგადოება თავიდან აირიდებს ხსენებულ ბოროტებასა და ფატალურ ხვედრს, რომელსაც მართლმადიდებლობის “ველიკოძერჟავული” აგრესიით მომართული მტრები მას უქადიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    კალანდა გურიაში - ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მოგონებებიდანროგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში  ახალი წლის დასაწყისად  სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    მეუფე ზენონი საგანგებო განცხადებას ავრცელებსდმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მედიაში პატრიარქისადმი გაგზავნილი მისი წერილის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებით ეხმაურება. “მსურს გამოვეხმაურო გასული ორი დღის განმავლობაში შიდა საეკლესიო ოფიციალური მიმოწერის გავრცელებას სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თავად შიდა მიმოწერის გავრცელება მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე სცდება…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 98
    ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა – ნათია ფანჯიკიძექართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები