“პარლამენტში საია სამ საკითხს დააყენებს”-ვახუშტი მენაბდე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს.

“სამი საკითხია, რომელსაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დააყენებს. პირველი, ეს შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის შემცირებას და პროფესიონალიზაციას ისე, რომ ისინი კონსენსუსით დაინიშნონ. მეორე შეეხება ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს – ეს არის სიჩუმის დღე და რადიუსი. მესამე – ეს არის ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა. დღეს იმაზე ცუდი საარჩევნო სისტემა გვაქვს, ვიდრე ეს გვქონდა პარლამენტთან მიმართებაში და საჭიროა მისი პროპორციულად გარდაქმნა”, – განაცხადა მენაბდემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share