არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როდესაც მას აქვს ბათუმი- სააკაშვილი

“არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როდესაც მას აქვს ბათუმი, – ასე მიმართა ბათუმში “ძალა ერთობაშია”-ს მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც შეკრებილ მოსახლეობას ჩაერთო და სიტყვით მიმართა.

“მე უსაზღვროდ მჯერა ჩვენი ქართველობის, ჩვენი ჯიშის, ჯილაგის, გენის, ჩვენი განსაკუთრებულობის. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი. არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როდესაც მას აქვს ბათუმი. არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს დაჩაჩანაკებული ივანიშვილის “ოცნება”, როდესაც შეუძლია სასწაულების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა. ბათუმის საუკეთესო დღეები არის წინ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share