ევროპაში რეკორდული სიცხეებია – რამდენიმე ქვეყანაში გამოცხადდა სიცხის წითელი ნიშნული

ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის ნაწილში სიცხის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

ხორვატიის ეროვნულმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა გასულ პარასკევს სიცხის საგანგაშო დონე გამოაცხადა. ქვეყნის ზოგიერთ ადგილას 40 გრადუსი (104 ფარენჰეიტი), ჩრდილო-აღმოსავლეთ სლოვენიაში კი 37 გრადუსი დაფიქსირდა.

იტალიის ხელისუფლებამაც ქვეყნის შვიდ ქალაქში სიცხის წითელი ნიშნული გამოაცხადა.

სითბური ტალღა საფრთხეს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის წარმოადგენს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share