რუხაძე კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე: სისულელეა, არ უნდა ჩაგვეწერა

”ევრო კავშირში მოხვედრა არ მოხვედრის საკითხი არის მხოლოდ ერთი საკითხი. უამრავი სხვა საკითხია, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ხდება აპელირება იმაზე, რომ 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ იმავე კვლევებში, იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, განათლება, ტერიტორიული მთლიანობა. უამრავი სხვა საკითხია, რომელზეც ხალხი იძახის, რომ ეს არის ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი და 2 პროცენტი, რომელიც კვლევაში, რომელიც ვიპოვე, დაახლოებით 4-5 წლის წინანდელი კვლევა, ამბობს რომ ევროკავშირში შესვლა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მინდა შესვლას ბევრი ამბობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამბობს პატარა ნაწილი.

ჩვენ ახლა ავიღეთ და ეს რაღაცნაირად გავაფეტიშეთ, ვაფეტიშებთ ყოველ შემთხვევაში. ამას აკეთებს ოპოზიცია უკვე ღიად და დასავლეთის მხარდაჭერით და სამწუხაროდ ქართული ოცნება არის იმ პოზიციაში სადაც პასუხობს და ასევე ვითომ მისთვის ეს ზეუაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე არის ყურადღება ჩვენი ქვეყნის.

თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე, არის დოგმატის დონეზე. “იმიტომ უნდა გავაკეთოთ რომ წერია კონსტიტუციაში” – ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში? საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავ, და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ესეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია. […] კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია.”

თქვა სამთავრობო მედია იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ იმედის კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 11 ივლისით არის დათარიღებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share