“ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი”

“გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში”,-წერს  სოციალურ ქსელში  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. იმიტომ, რომ თუ ჩვენ მომავალშიც შევიქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ამ კანონებს და სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ ჩვენ, თავსაც ვიტყუებთ და პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ივანიშვილს ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე დასამარებაში.
ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი
არამხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის – გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ.  ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ – ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!
როდესაც მოსამართლის მანტიაში არის გახვეული ყაჩაღი და როდესაც პროკურატურა დაპყრობილი აქვს ბოტასების ქურდს და ინსტრუქციას იღებს 90-იანი წლების იმერეთის მაფიის მთავარი მოლარისგან (ივანიშვილისგან),
ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი. სამართალი საქართველოში იქნება ნამდვილი, როდესაც ესენი აღარ იქნებიან მოსამართლის კაბინეტებში და როდესაც
ინსტრუქციას აღარ მიიღებენ ოლიგარქის სხვადასხვა ბუნკერიდან”.-წერს სააკაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    “სანამ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი არ მოვა, ვინც არ მოიპარავს, არაფერი გვეშველება”მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ ახალ გადაცემას იწყებს, სადაც საინტერესო მუსიკალურ პერფორმანსებს შევხვდებით. მერაბი თავადაც ჩაერთვება ამ მუსიკალურ ორომტრიალში, თუმცა უფრო მეტად, როგორც წამყვანი. დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად ახალგაზრდა თუ ძველი თაობის მომღერლებს ვიხილავთ, სხვადასხვა მუსიკალური ნომრით. მერაბის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია… მერაბ სეფაშვილი: პირველი გადავემა „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს…
    Tags: არ, და, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "როგორც გაირკვა მიშას მეტი ლიდერი არ არის საქართველოში""მე მტკივა ჩემი საქართველო და ვისაც ტკივა, იმან რამე უნდა მოიფიქროს. ხალხს სჭირდება ლიდერი, წინამძღოლი"-აცხადებს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს რუსეთი მართავს: "როგორც გაირკვა მიშას მეტი არ არის ლიდერი, მიშა კიდე 9 წელია აქ არ არის. ამათ კიდე სულ მიშაზე აქვთ აწყობილი ყველაფერი და მიშა საფრთხობელა გახადეს.…
    Tags: და, არის, არ, რომ, უნდა, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "ნაგავში ეძებს ხალხი საჭმელს, როგორ უნდა გავძლოთ არ ვიცი" - მდიდარი ხელისუფლების ღატაკი მოსახლეობამომატებული ფასები, გაძვირებული ცხოვრება და ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანები-ასეთია დღევანდელი საქართველო, საიდანაც ყველა ცდილობს გაიქცეს, რომ გაქცევით თავის გადარჩენა შეძლოს. რას ამბობს და რა ტკივა მდიდარი ხელისუფლების ღატაკ მოსახლეობას, ამაზე ქუჩის გამოკითხვა "ფორმულამ" გააკეთა: მიჯაჭვული ვარ ეკრანს იშვიათად გამოვდივარ, რომ თუ ფასდაკლებაა რაღაცა იქნებ მაშინ ვიყიდო. როგორ უნდა გავძლოთ…
    Tags: და, არ, რომ, უნდა, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 95
    "ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან""ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი თხრას არ უნდა აგრძელებდეს, უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან",-ემოციური ინტერვიუ ნიკა მელიასთან  ​სატელეფონო ხაზზე საკანი 224-დან გადაცემა "მთავარი შაბათში" . "ბანერის  დაცხრილვა  გავიგე  ყველაფერს  ვადევნებ თვალყურს.  ტელევიზორი მაქვს და ყველა საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ, რომ გითრხა რომ გამიკვირდა,  ძალიან მოგატყუებ. გამარჯვებული კანდიდატი ვიყავი…
    Tags: და, უნდა, რომ, არ, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა