ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “მე მაინც განცვიფრებული ვარ ჩვენი ხალხის უსაზღვროდ ბავშვური გულუბრყვილობით. ნამახვანჰესის რეალური მშენებელ–მიმტაცებელი ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია ხოლო თურქული კომპანიის აბრევიატურა გამოყენებულია შირმად ანუ როგორც მას სჩვევია ტრიუკად. ამიტომ ეგ კარვები უნდა გაიშალოს შეკვეთილის ან ჭორვილას რეზიდენციებთან საიდანაც ოლიგარქი კმაყოფილი იცინის და მაშინ მივიღებთ ეფექტს ბრძოლისას. ახლა უფრო ქარის წისქვილებთან შეჭიდებას გავს ეს ამბავი. რა თქმა უნდა უდიდეს სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მამულიშვილს რომლებიც უკვე თვეებია მუხლჩაუხრელად იბრძვიან ხეობაში ჩვენი დღევანდელობისა და მომავლისთვის”.-წერს ნათელაშვილი.