“სამეგრელოში ქართული ოცნება დამაჯერებლად წააგებს” – ამის შესახებ მარტვილიდან “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მეტიც, ნიკა მელია ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” დიდი სხვაობით წააგებს.
”ქართველი ხალხის არჩევანი უნდა აისახოს არჩევნებზე. მარტვილში “ოცნება” წააგებს. სამეგრელოში ქართული ოცნება დამაჯერებლად წააგებს. “ოცნების” ის მავნებლური პოლიტიკა რომ მოსახლეობას ხელი ჩააქნევინოს საკუთარ მომავალზე, არ გაუვათ.
თავისივე წიაღში აქვს დღეს “ოცნებას” სერიოზული პრობლემა და დიდი სხვაობით წააგებს წელს “ის ამ არჩევნებს, მაგრამ გამარჯვების კლიმატი პოლიტიკოსების მუხლჩაუხრელმა შრომამ უნდა მოიტანოს.
მე არ მინდა გადაჭარბებულ ნათქვამად ჩამეთვალოს, მაგრამ მართლაც მაქვს ეს რწმენა, ეჭვი არ მეპარება, რომ “ოცნება” ამ არჩევნებში დამარცხდება. შეუძლებელია ისტორიული მისწრაფებები იქნას აღმოფხვრილი და ეს ისტორიული მისწრაფებები არის დასავლური და ეროვნული. მას შემდეგ რაც ოცნება დამარცხდება, კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში”, – განაცხადა მელიამ.