„მათე მოტორსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია ჰყვება, როგორ გაუჩნდა ნარდის ჩუქების იდეა ფეხბურთელებისთვის – ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძისთვის.
„ვიჯექი ჩემს კაბინეტში, და თქვეს ხვალ ფეხბურთიაო…ყველა წავიდა სადღაც საყურებლად, მე წავედი სახლში და დავწექი – ფეხბურთზე არასდროს არ მიყურებია თავიდან ბოლომდე, რომ გულშემატკივარი ვყოფილიყავი და ორივე ტაიმზე მეყურებინოს, ასეთი არ ყოფილა არასდროს. როგორც ვთქვი იმ ვიდეოში, მირეკავდნენ ნახევარი მსოფლიოდან და მილოცავდნენ, კვარაცხელია ვინ არის და მიქაუტაძე ვინ არისო მეკითხებიან. მეკარე რა გვარია? ჰო, მამარდაშვილი…. ვეუბნები, ხო აბა რაა, წუხელ მთელი ღამე არ გვეძინა და ა.შ. … მოვედი ცენტრში და ჩემი მარჯვენა ხელი არის შალვა, ვეუბნები, შალვა, რაღაც უნდა მოვიფიქრო ისეთი და დავფიქრდი, რა მაქვს ახლა მე ისეთი ნივთი…იცით, რომ ახლა 6 წელი არ ვიყავი და ფეხბურთელები ღირსები არიან ვერტალიოტიც აჩუქო და იახტაც, ნამდვილად ყველა ფეხბურთელი, მარტო ერთი და ორი არა. მთლიანად გუნდი ღირსია, ყველას იახტები ვაჩუქო, მაგრამ გელა ბარკალაია არ არის იმ დონეზე…შეიძლება ერთ ფეხბურთელს აჩუქო, მაგრამ იქ მეორეა, მესამეა და მთელი გუნდია. ვიფიქრე, რა გამაჩნია, ჩემი კოლექციიდან ისეთი, რომ მეჩუქებინა. ვინც არ იცის ცხოვრება და ამის ფასი, ის ჩვეულებრივი ნარდია. ჩემი მეგობრები აი ამ ერთ ნარდს, დაახლოებით ერთი ან ორი წელი აკეთებდნენ. ის არის ხელით გაკეთებული. ვენტილატორის პლასტმასის ნატეხისგან გავაკეთეთ, შეიძლება გაკეთების პროცესში ნერვებმა გიმტყუნოს კიდეს, იმდენად შრომატევადია. აბა ხელსაწყოებს ციხეში ვინ შეგატანინებდა. მყავს 7 თუ 8 ავტომობილი პირადად. არ ვამბობ, რომ რაღაც მაქვს, ნარდი ისეთ ნივთია, ყველა ქართველის ოჯახში მნიშვნელოვანი სუვენირია, მაგრამ ეს იყო ხელით გაკეთებული ნარდი. ყველას მინდა მივმართო, ამბობენ ნარდი ბაზარშიც იყიდებაო, აი ამ ნარდზე იწვალა დაახლოებით 15-მა ადამიანმა ამდენი წლის განმავლობაში. ეს ნაჩუქარი ნარდი, ჩემგან მთელი გულით იყო. მეუბნებიან, მანქანა გეჩუქებინაო – ადამიანის მოსაწონს დედამიწაზე ვერავინ გააკეთებს. მინდა ვუთხრა ყველას, დღეს საქართველოში, ადამიანებს, ვისაც რაღაცა უჭირს, ეხმარება სახელმწიფოც რაღაც პროცენტით, მაგრამ ეხმარება ბიზნესმენებიც. თუ არ დაგეხმარე, რა ვალდებული ვარ?! ჩვენ ასე არ ვთვლით, რაც შეგვიძლია ისე ვეხმარებით და დავეხმარებით ადამიანებს“, – განაცხადა გელა ბარკალაიამ.
ამის შესახებ გელა ბარკალაიამ „მათე მოტორსის“ 20 წლისთავზე მიძღვნილ ღონისძიებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.