გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხია. შოლცმა ამის შესახებ ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ამ სიტუაციაში გერმანიისთვის მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება იყოს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს ჩვენ არ შეგვიძლია აღვნიშნოთ 20 ივლისი უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის კრიმინალურ აგრესიულ ომს”, – თქვა შოლცმა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ახლა ომი მიმდინარეობს, რომლთაც, რუსი მმართველები ღიად ახორციელებენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების მიზანს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ.