ოზურგეთელი ბავშვების ერთადერთი გასართობი პარკი , რომელიც სამი წელია, დაკეტილია

”სამი მილიონი ლარი, 3 წლიან ვადაგადაცილებაში მყოფი კომპანია, თალაკვაძე, ოზურგეთელი ბავშვების ერთადერთი გასართობი პარკი და ევროკავშირის დაფინანსება” – ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი საუბრობს:

4 წელია, ოზურგეთელი ბავშვებისთვის ერთადერთი გასართობი ცენტრალური პარკი ოზურგეთში არის დაკეტილი. ეს ისტორია ძალიან დიდი ხანია, რაც გრძელდება. მთავარი ამბავი აქ არის ის, რომ ევროკავშირის დაფინანსებით 3 მილიონი ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს სკვერი რეაბილიტირებულიყო. ჯერ კიდევ წინა მერის დროს, 2020 წელს გამოიყო თანხა და დაიწყო წინა მერმა პარკის რეაბილიტირება და ერთი წლის შემდეგ, როდესაც სამუშაოები არ მიმდინარეობდა ისე როგორც საჭირო იყო, ხელშეკრულება ახალმა მერმა ავთანდილ თალაკვაძემ კვლავ იგივე კომპანიას გაუფორმა, რომელიც არასათანადოდ ასრულებდა სამუშაოებს. მას შემდგე კიდევ სამი წელი გავიდა და პარკი უკვე ჩაბარებული უნდა იყოს. თუმცა აქ ახლაც დაკეტილია ყველაფერი . თითქოს ყველაფერი გაკეთებული არის , მაგრამ ვერ ხსნიან, რადგან სამუშაოები არის არახარისხიანად შესრულებული და შესაბამისად არის საფრთხის შემცველი.

აუცილებლად ხაზგაგსასმელია ის, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამუშაოები ასე სრულდება. ამ მდგომარეობით , ევროკავშირის დაფინანსებულ ასამდე პროექტს ემუქრება საფრთხე , რომ შეჩერდეს.

აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს და დავამარცხოთ ეს სიღარიბე, უმუშევრობა და კორუფცია, რაც ”ქართულმა ოცნებამ” მოუტანა ჩვენს ქვეყანას” – აცხადებს ნიკოლაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share