რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს უკრაინა აგვისტოს დასაწყისში მიიღებს – ბორელი

რუსეთის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდ ევროს უკრაინა აგვისტოს დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის განცხადებით, აღნიშნული თანხები უკრაინისთვის პრიორიტეტული სამხედრო აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო ჭურვებისა და სხვა იარაღის შეძენას მოხმარდება.

”ამ ფორმით, ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასაც უზრუნველვყოფთ. ეს ყველაზე ლოგიკური და ეფექტური გზაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share