ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”მოგეხსენებათ, მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტში ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონო დააკანონა, მთელი საქართვრლოს მაშტაბით, ენმ-ი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში.შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფრაქციის სხდომები ერთადერთი პლატფორმაა, საიდანაც ჩვენ ვანხორციელებთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობას, კანონით დაკისრებულ უფლება-მოსილების ფარგლებში!
დღეს გავმართეთ სწორედ ფრაქციის მორიგი სხდომა,სადაც მოწვეული გვყავდა მერის მოადგილიდან დაწყებული, სამსახურის ხელმძაღვანელებით დამთავრებული არაერთი პასუხისმგებელი პირი. მოვიდნენ ისინი, ვინც მუდმივად მზად არიან გასცენ პასუხები ყველა შეკითხვას,რომლებიც არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებიდან მოდის და ჩვენ ვახმოვანებთ. არ მოვიდნენ ისინი ,ვისთანაც ყველაზე მეტი შეკითხვები გვაქვს როგორც ჩვენ, ასევე ლანჩხუთელებს.
უხარისხო და უპასუხისმგებლოდ შესრულებულ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაშიც მილიონობით საბიუჯეტო თანხები იქნა გადაყრილი.შეჩერებულ და დაუსრულებელ პროექტებზე, რომლის ჩაბარებასაც მოსახლეობა წლებია ელოდება, რატომ არ მიეწოდება ან რატომ მიეწოდება სოფლებს ისეთი წყალი, როგორც თავად მოსახლეობა გვეუბნება, სარეცხის გასარეცხადაც კი არ გამოდგება, რატომ არის სასაფლაოზე მისასვლელი გზა ისეთ დღეში, რომ მიცვალებულის საფლავამდე მისვენება უამინდობაში, რეზინის ბოტებითაა მხოლოდ შესაძლებელი, რატომ არ მიექცა ყურადღება 7-8 სექტემბერს მომხდარ სტიქიით დაზარალებულ ზოგიერთ მაცხოვრებელს, რისი დაპირებაც მიღებული ჰქონდათ, ამ მოსახლეობას და ა.შ
ხომ არაა უხარისხოდ ჩატარებული უამრავი პროექტი, კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელების კორუფციული გარიგებების შედეგი და თუ ასე არ არის,რა ღონისძიებებს მიმართა მერიამ?!
მოკლედ ,შეკითხვები არის უამრავი ,პასუხები? პრაქტიკულად არც ჩვენი ფრაქციის მიერ გაგზავნილ წერილობით შეკითხვებზე და არც პირადი კომუნიკაციის დროს(რაზეც ზემოთ მოგახსენეთ).
ვინც შეგნებულად არიდებთ თავს, მოხვიდეთ იმ შეხვედრაზე, რასაც კანონი გავალდებულებთ და არა ვინმეს ახირებაა, მაინც მოგიწევთ პასუხების გაცემა ამ შეკითხვებზე და თან არა მხოლოდ პასუხების გაცემა მოგიწევთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ, კარგზეც და ცუდზეც ძალიან მალე!” – წერს ასკურავა.,