საოპერო ვარსკვლავი ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ – მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის ევროპულ არჩევანს “ქართული ოცნება” საფრთხეს უქმნის და ქვეყანას “მუქარით რუსეთისკენ” მიაქანებს.
ხელოვანი, ქართველი ხალხის გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა იქვე ამბობს, რომ “შეიძლება, ოქტომბერში საკმაოდ ცუდი მოვლენები მოხდეს, რადგან “ოცნება” დანებებას არ აპირებს”.
ბოლო თვეებში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენა მოხდა – როგორც იქნა, ჩვენ ევროპისკენ გზაზე დავდექით, მმართველი პარტია კი ძალიან უხეშად, დაშინებით, მუქარით გვექაჩება იქ, სადაც არავის გვინდა – რატომღაც გვექაჩებიან ჩვენი მტერი ქვეყნის, რუსეთის მიმართულებით. მე მგონია რომ ოქტომბერში ძალიან ცუდი მოვლენები მოხდება. მგონია რომ მმართველი პარტია არ აპირებს დანებდეს” – აღნიშნა რაჭველიშვილმა.
საოპერო მომღერალი ამომრჩევლის ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე ემიგრანტების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
“საარჩევნო უბანზე არ მისული მოქალაქე, ქართული ოცნების ყულაბაში წასულ ხმას ნიშნავს”- თქვა რაჭველიშვილმა.