არ შეიძლება გაჩუმება, როცა ქვეყანა იტანჯება – ანიტა რაჭველიშვილი

”არ შეიძლება, აპოლიტიკური იყო, როცა ქვეყანა და ხალხი ასე იტანჯება” – ამის შესახებ ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემის ეთერში განაცხადა.

საოპერო ვარსკვლავი გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნალობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა ევროპულ რელსებზეა დასაბრუნებელი.

მისი თქმით, უსამართლობაზე ხმამაღლა საუბრის დრო დადგა: “არ შეიძლება გაჩუმდე” – თქვა მან. 

“სინდისი არ მიშვებს, რომ არ ვილაპარაკო იმ უსამართლობის შესახებ, რაც ხდება. არ ვილაპარაკო იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც მოქალაქემ. იყო აპოლიტიკური ამ მომენტში არის აბსოლუტური უდარდელობა და სინდისის არ ქონა. არ შეიძლება იყო აპოლიტიკური, როცა ასე იტანჯება ქვეყანა და ხალხი და არ შეიძლება გაჩუმდე”  – განაცხადა რაჭველიშვილმა. 

მიუხედავად მძიმე სურათისა, ხელოვანი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ეს განწყობა რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულმა ხალხმა მისცა.

ოპტიმიზმის  საფუძველი მომეცა მაშიმნ, როცა ქართული პატრიოტიზმის იდეის ირგვლივ ამდენი გაერთიანებული ახალგაზრდა ვნახე. 

ოპტიმისმი და წარმოუდგენელი ძალა იყო, ის, რასაც გაზაფხულზე ვუყურებდით. ძალიან ახალი, განათლებული მზერით დანახულ მომავალი დავინახე. სწორედ მათი სიფხიზლის იმედი მაქვს არჩევნებზეც. იმედი მაქვს, ქუჩაში დარჩენა კი არ მოგვიწევს, არამედ მოგვიწევს ის რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ამომრჩეველს და ამ ინფორმირების საფუძველზე არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად მოვიგოთ”- დასძინა მან. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share