გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა, მალე ჩაგეხუტებით ბათუმის ბულვარში – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა.სააკაშვილის თქმით, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და საქართველო ისევ დაიწყებს აღმენებლობას.

“ჩვენ არ გვაქვს არ გვაქვს უფლება დღეს ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს – ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდე გაძლება, ცოტა კიდე მეტი ერთიანობა, ცოტა კიდე მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან, საქართველოში აუცილებლად გათენდება, ტყუილის კოშკები დაინგრევა და საქართველო საიწყებს ისევ აღმშენებლობას, განვითარებას, საქართველო ისევ წავა წინ მე ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული.

„დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში“ – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბათუმში, ლევან ვაშარშალომიძის წარდგენის დროს შეკრებილ მოსახლეობას.”, – ამბობს მიხელ სააკაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share