V კლასიდან მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა სკოლაში, V კლასიდან ზემოთ ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

როგორც მინისტრი ამბობს, პირბადეებით ბავშვები მშობლებმა უნდა მოამარაგონ.

თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდება.

მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ სკოლებს დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ.

მისივე მტკიცებით, სკოლებში მოგვარებულია წყლის და საპირფარეშოების პრობლემა.

“ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა სკოლა, მათ შორის წყლის, სველი წერტილების. სამედიცინო პროტოკოლის ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული”. – თქვა მან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

“ჯერ ვიწყებთ სკოლებით. აჭარაში მთლიანად გაგრძელდა პროცესი საკლასო ოთახებში. დინამიკა არის პოზიტიური. პროცესი მიდის მშვიდობიანად, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევაფასეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სიტუაცია. სასიხარულოა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს და არ მოგვიწიოს ისევ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა”.- თქვა ჩხენკელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    "ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან""ისინი არიან ორმოში და ორმოში  ჩავარდნილი ადამიანი თხრას არ უნდა აგრძელებდეს, უნდა ფიქრობდეს როგორ უნდა ამოვიდეს ორმოდან",-ემოციური ინტერვიუ ნიკა მელიასთან  ​სატელეფონო ხაზზე საკანი 224-დან გადაცემა "მთავარი შაბათში" . "ბანერის  დაცხრილვა  გავიგე  ყველაფერს  ვადევნებ თვალყურს.  ტელევიზორი მაქვს და ყველა საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ, რომ გითრხა რომ გამიკვირდა,  ძალიან მოგატყუებ. გამარჯვებული კანდიდატი ვიყავი…
    Tags: და, უნდა, რომ, არ, ეს, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    "ძვირფასო კენტ,დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ""ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ბატონ ჯორჯ კენტს ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი. თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    რა არის ფილერი და ახდენს თუ არა უკუჩვენებას ვაქცინაციისასდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, ე.წ. ფილერთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი: „ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის" იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“. „ვერსია“ დაინტერესდა, რა…
    Tags: და, არის, ეს, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "ამ ურთულეს კრიზისს ვერაფერი უშველის, სამართლიანი არჩევნების გარდა"ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს  დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა