საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 16285
  • გამოჯანმრთელებულია – 7827
  • მათ შორის გარდაცვლილია – 128;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5900
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1388
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share