ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას “ახლანდელ გამოჩეკილ ლიდერს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ მელია კანონს არ შეასრულებს, “სათანადოდ დაისჯება”. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება, – აცხადებს ყაველაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის.
“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის, სასამართლო კი მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, პარლამენტი კი კობახიძე-გავრილობის სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ინსტიტუტი კი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა ძალიან მართალია. მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი”, – თქვა მან ბრიფინგზე.